• კაზინოს
  • ბონუსი
  • პროგრამული უზრუნველყოფა

Astro Fruit ვიდეო სლოტი - მხიარული ხილი

თუ კომპიუტერთან შემოგაღამდათ და მაინცდამაინც სასიამოვნოდ ვერ გაატარეთ საღამო, არაფერია ცოტა აზარტზე უკეთესი. მოდი ვაღიაროთ – ინტერნეტში გართობის ძებნის მოლოდინები შეიძლება ხშირად არ გამართლდეს, რამდენ ონლაინ ვიდეოსაც არ უნდა უყურო და რამდენიხანიც არ უნდა მოუსმინო მუსიკას. თუ მოწყენილად იგრძენით თავი შეგიძლიათ ცოტა აზარტით გაანებივროთ საკუტარი თავი. აზარტული თამაშებიდან კი ერთერთი ყველაზე გასართობი არის ვიდეო სლოტები. სხვა თამაშებისგან განსხვავებით სლოტებს აქვს საშუალება გამოიყენონ მუსიკა, ვიდეო და ანიმაცია ისევე როგორც სხვადასხვა ეფექტები, რაც სლოტებით გართობას უფრო ეფექტურს ხდის. ასევე, გამომდინარე სლოტების ბონუს სისტემებიდან, დიდი თანხის მოგება უფრო ადვილი არის ვიდრე სხვა კაზინოს თამაშებში.

Astro Fruit ვიდეო სლოტი არის ერთერთი გასართობად საინტერესო სლოტი.  ვიდეო როგორც დასახელებიდან მიხვდით იგი თემატურად აგებულია ხილის სიმბოლოების გარშემო. აქ ვხვდებით ლიმონს, საზამთროს, ალუბალს, ყურძენს, მარწყვს, ანანასს, ქლიავს და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ყველს! ყველა სიმბოლო შესრულებულია სუფთად და ლამაზად და დისკოების ტრიალს თან სდებს სასიამოვნო აუდიო ეფექტები. სიმბოლოებიდან შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი 2 სპეციალური და განსაკუთრებული სიმბოლო, ესე არიან ყველი და შვიდიანი.

შვიდიანი არის ჩამნაცვლებელი სიმბოლო, რაც იმას ნიშნავს რომ იგი ასრულებს ნებისმიერი სხვა სიმბოლოს როლს იმისთვის რომ კომბინაციის შეკვრა მოხდეს და მოთამაშემ მოიგოს. ამასთან ერთად იგი ნებისმიერი ხაზისთვის რომელზეც მდებარეობს შეიძლება სხვადასხვა სიმბოლოს როლს ასრულებდეს.  ყველი კი ყველა სლოტის მოთამაშესთვის სასურველი გაბნეული ბონუსის სიმბოლოა. ეს ნიშნავს რომ ერთ დატრიალებაზე ნებისმიერ ადგილას მოსული სულ მცირე 3 ყველის სიმბოლო ბონუსს გაძლევთ. 3 სიმბოლო მოგების ერთმაგ ოდენობას იხდის, 4 სიმბოლო ხუთმაგს ხოლო 5 სიმბოლოს ბედნიერი მფლობელის მოგება ათმაგდება! გარდა მოგების გადამრავლებისა ასევე მოთამაშე იგებს უფასო დატრიალებებს, რომლებიც დაუყონებლივ იწყება.

ყოველი მოგებული თანხა შეგიძლიათ გარისკოთ და გაზარდოთ. მაგალითად, თუ ფსონთან შედარებით პატარა თანხა მოგივიდათ, შეგიძლიათ გარისკვის ღილაკს დააჭიროთ და გამოვა ეკრანი რომელზეც თანხის გასაზრდელად შემდეგი არჩევანი გაქვთ: შეგიძლიათ გამოიცნოთ შემდეგი კარტის ფერი, შავი ან წითელი. თუ ამას გამოიცნობთ თქვენი მოგებული თანხა გაორმაგდება. ხოლო თუ უფრო რისკიანი და აზარტული ბრძანდებით მაშინ შეგიძლიათ პირდაპირ გარისკოთ და შემდეგი კარტის ცვეტი დაასახელოთ, ჯვარი, აგური, ყვავი ან გული.  თუ გამოიცნობთ მაშინ თქვენი მოგებული თანხა ოთხმაგად დაგიბრუნდებათ.

ონლაინ Astro Fruit -შე შესაძლებელია 1-დან 20 ხაზამდე თამაში, თითოეულ ხაზზე სხვადასხვა დენომინაციის ფსონის დადებით. მათთვის კი ვისაც სურს მოდუნება და ავტომაური პროცესისთვის ყურება, ეძლევა შესაძლებლობა დააპროგრამოს ბრუნების რაოდენობა და უყუროს მიმდინარე შედეგებს. ეს საკმაოდ მოსახერხებელი არჩევანია როდესაც ყავის ან ჩაის გასამზადებლად გინდათ ადგომა და ამ დროს არ გსურთ თამაშის შეწყვეტა.

Astro Fruit -ს ასევე აქვს ჯეკპოტის სიტემა. იმის მიხედვით თუ რამდენი ჯეკპოტ სიმბოლო მოგივათ თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ მინი , მიდი ან მაქსი ჯეკპოტი. ჯეკპოტების რაოდენობა მოცემულია ეკრანის ზედა ზოლში და თქვენ მუდმივად იცით თუ რამხელა ჯეკპოტი შეიძლება მოიგოთ.

ყველას გირჩევთ გაერთოთ ამ სასიამოვნო და მრავალფეროვანი სლოტით!


ყველა პოპულარული ვიდეო

Call of Duty ვიდეო სლოტი - Call of Duty რევიუ

ცნობილი საბრძოლო თემატიკის თამაში Call of Duty უკვე ბავრი კომპიუტერის მოთამაშის გულში...

Alice In Wonderland  ვიდეო სლოტი - საოცრებათა სამყაროში

ალბათ ყველას წაგვიკითხავს ალისა საოცრებათა ქვეყანაში. ბევრისთვის ეს ბავშვობის...

2 Million B.C. ვიდეო სლოტი - გადადი პრეისტორიულ ხანაში!

დღევანდელი ცივილიზაცია მცირედ თუ წარმოადგენს იმ პრობლემებს, რომლებიც ჩვენს...

Black Gold Rush ვიდეო სლოტი - რევიუ

უფასო ონლაინ ვიდეო სლოტებში საკმაოდ ფართო არჩევანია თემატიკისა და სლოტის სახეობის...

Beat the Bank ვიდეო სლოტი - ვირტუალური ბანკის ძარცვა

ალბათ ყველას გვინახავს ფილმები ბანკის ძარცვის შესახებ და გვიგრძვნია პერსონაჟების...