• კაზინოს
  • ბონუსი
  • პროგრამული უზრუნველყოფა

ბლექჯეკის ისტორია - ბლექჯეკის წარმომავლობა

ბლექჯეკი და მისი ვირტუალური ნაირსახეობა – ონლაინ ბლექჯეკი მსოფლიოს გარშემო აზარტული მოტამაშეების ერთ ერთი საყვარელი თამაში არის. საინტერესო არის საიდან გაჩნდა ეს თამაში და რა არის ბლექჯეკის წარმომავლობა.

ბლექჯეკის ისტორია 1700-იანი წლებიდან იწყება და მის გამომგონებლებად ხშირად მოაზრებიან ფრანგები. ფრანგული თამაშები “chemin de fer”და “French Ferme” ისევე როგორც თამაში  “vingt-et-un” (ოცი და ერთი)ფრანგულ კაზინოებში მიახლოებით 1700 წელს გამოჩნდა და შეერთებულ შტატებში 1800-იან წლებშ განიცადა მიგრირება.

Vingt-et-un (21) რომელიც ერთი შეხედვით იგივე ბლექჯეკი უნდა იყოს, რეალობაში საკმაოდ განსხვავებული არის. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო მიზანი იყო კარტებით 21 ქულის მოგროვება, კარტების დარიგება რაუნდებად ხდებოდა და ფსონი ყოველ რაუნდზე იდებოდა . მხოლოდ დილერს შეეძლო ორმაგი ფსონის დადება და თუ იგი მიზანს მიაღწევდა, მაშინ ყველა მოთამაშე მას სამმაგად უხდიდა.

კიდევ ერთი თამაში რომელსაც უკავშირდება ბლექჯეკის ისტორია არის იტალიური თამაში ”შვიდნახევარი”. ეს თამაში მიმდინარეობდა მხოლოდ 8, 9 და 10-იანების გამოყენებით, და ასევე გამოიყენებოდა სურათიანი კარტები, რომლებიც ითვლებოდა ნახევარ ქულად. ეს თამაში იყო პირველი სადაც მოთამაშეს შეეძლო პარტიის ”დაწვა” თუ გადააცილებდა სასურველ ”შვიდნახევარ” ქულას.

ესპანური თამაში ”ოცდაათი და ერთი” ასვეე ძლიერ გავს ბლექჯეკს და უკავშჳრდება მის წარმომავლობას, იმ განხვავებით რომ სამიზნე რაოდენობა იყო 31 და თამაში ხდებოდა საწყისი 3 კარტით, 2-ის ნაცვლად.

Vingt-et-un 1800 წლებში მოხვდა ოკანის მიღმა და გამოჩნდა შეერთებულ შტატებში. მისი თავდაპირველი სახელი იყო ამერიკული ჰოილი (1875 წლიდან) და ფოსტერის ჰოილი (1905 წლიდან) თამაშჳ გამოჩნდა აზარტული თამაშების დაწესებულებებში 1910 წლიდან და პირველად შემჩნეული იყო ინდიანას შტატის ქალაქ ევანსვილში.

თავდაპირველად თამაში არც თუ ისე პოპულარული იყო და კაზინოები ცდილობდნენ მოთამაშეთათვის ბონუსების გაკეთებას. ასეთი მცდელობის მაგალითი იყო ერთდროულად ყვავი ვალეტის და ყვავი ტუზის ამოსვლა, რასაც ბლექჯეკი ერქვა და დამატებით იგებდა ფსონის 10 მაგ ოდენობას. ზოგი კაზინო კი როგორც ყვავის  ასევეაგუსი ვალეტის კომბინაციას.

დღეს დღეობით კაზინოები აღარ ითხოვენ ბლექჯეკისთვის კონკრეტული კარტების კომბინაციის შექმნას და უმეტესობა ნატურალური ბლექჯეკისთვის იხდის ფსონის 3 2-თან კომბინაციას. საინტერესო არის რომ ბევრი მოთამაშე ხშირად ვერც კი ხვდებოდა რა შუაში არის ვალეტი (რომელსაც ინგლისურად ჯეკი ქვია) და შავი ფერის კარტები (ბლექ) თამაშთან, რომელშიც ნებისმიეირ ფერის კარტით და ნებისმიერი ნახატიანი 10- იანით შესაძლებელია ნატურალური 21 ქულის მოგროვება და დამატებითი მოგების მიღება. სახელი კი ამ წესის თავდაპირველ შემოღებას შემორჩა და გახდა თამაშის ოფიციალური სახელი.

რუსეთში ამ თამაშს ქვია 21 ან ”ოჩკო” რაც ხვრელს ნიშნავს და იგულისხმება 21 ქულის გადაცილების შემთხვევაში ხვრელში ჩავარდნა ანუ წაგება. ასევე აღსანიშნავი არის რომ ბევრ ქვეყანაში იგივე წესებით თამაშისას,  შესაძლებელია თამაში სხვა სახელით იყოს მოხსენიებული, ხოლო სხვა შემთხვევაში არსებობს ანალოგიური სახელი სმქონე, მაგრამ პრინციპით მსგავსი აზარტული თამაშები. ასე მაგალითად არსებობს თამაში ”პონტუნი”, რომელიც ამ თამაშის საკმაოდ ადრეული ვარიაცია არის. გარდა პონტუნისა არსებობს კალიფორნიული ტუზები და ესპანური 21.

ასეთია ბლექჯეკის წარმომავლობა და დღედღეობით ონლაინ ბლექჯეკი ერთერთი ყველაზე პოპულარული თამაში არის უმეტესობა ონლაინ კაზინოებში. ორ საუკუნოვანი ბლექჯეკის ისტორია ბევრი მოთამაშისათვის სამწუხაროდ უცნობი იყო, და მისი გაცნობისთვის მადლობას მოგახსენებთ. თამაშების წარმომავლობსი და ისტორიის კარგად გაანალიზებით, მოთამაშეს აქვს შესაძლებლობა მიხვდეს თუ რომელი პრინციპები შემორჩა თამაშს და შესაბამისად რომელი პრინციპები აძლევენ მას ყველა დიდ შანსს რომ ითამაშოს სტრატეგიულად და გაზარდოს საკუთარი მოგების შანსი. გისურვებთ წარმატებას ამ საიტნერესო თამაშში!


ყველა კაზინოს თამაში

კენო - ონლაინ კენო და წესები

კენო ძალიან გავს ლოტოს. საუკუნეების წინ იგი პირველად გამოიგონეს და გავრცელდა აზიაში,...

ონლაინ ბაკარა

ბაკარა, უკვე ასობით წელია, ერთერთი ყველაზე პოპულარული აზარტული თამაშია. არსებობს...

კაზინო ბლექჯეკის  თამაში

თქვენთვის ახლა უკვე შესაძლებელია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აზარტული თამაშის,...

კაზინოს რულეტკის თამაში

როგორც ცნობილია, ბოლო სამასი წლის განმავლობაში აზარტულმა მოთამაშეებმა ძლიერ...

ონლაინ სლოტები - გართობის საუკეთესო საშუალება

სლოტები არის ერთერთი ყველაზე დივერსიფიცირებული აზარტული თამაშები. თავდაპირველად...

ონლაინ კაზინო კრეპსი - ონლაინ კრეპსი ყველასთვის

ონლაინ კაზინო კრეპსი როგორც ცნობილია არის რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ იდება...