• კაზინოს
  • ბონუსი
  • პროგრამული უზრუნველყოფა

კრეპსის ისტორია - კრეპსის წარმომავლობა

დღესდეობით კრეპსი და მისი ვირტუალური ანალოგი, ონლაინ კრეპსი, ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული აზარტული თამაშები არის. კრეპსი თავის მხრივ არის უძველესი თამაშის სახელად ჰაზარდი (საფრთხე) შთამომავალი.  კრეპსის ისტორია, კონკრეტულად კი  კრეპსის წარმომავლობა საკმაოდ დიდი დავის საგნად რჩება, თუმცა ცნობილი არის კონკრეტული ფაქტები და ისტორიეული მოვლენები, რომელთა გამოყენებით და რომლებზე დაყრდნობითაც არის შესაძლებელი სხვა და სხვა მსჯელობების და დასკვნების გაკეთება. ჰაზარდი, გადმოცემით გახლავთ ქალაქ ტირის მმართველის, სერ ვილიამის და მისი რაინდების, ჯვაროსნული ლაშქრობების დროს გაკეთებული გამოგონება. გადმოცემის თანახმად ეს იყო ჯვაროსანთა რჩეული გართობის საშუალება მაშინ როდესაც მათ ალყა ჰქონდათ შემორტყმული ჰაზარტის ციხე სიმაგრეზე 1125 წელს. ენციკლოპედია ბრიტანიკის აზრით კი ეს სიტყვა მოდის არაბული ენიდან და კონრეტულად კი სიტყვებიდან “ალ ზარ” რომლებიც კამათელს ნიშნავს. ეს თავისთავად თამაშის არაბულ წარმომავლობას გულისხმობს.

ვისაც არ უნდა გამოეგონა ის, ჰაზარდი უსაზღვროთ პოპულარული თამაში იყო ინგლისში. ჯეფრი ჩაუსერი ხშირად მოიხსენიებს ამ თამაშს კანტერბერის ზღაპრებში და ამ თამაშს საუკუნეების განმავლობაში თამაშობდნენ ინგლისში. იმ დროინდელი აზარტული თამაშების დაწესებულებები (თავდაპირველი კაზინოები) 17 საუკუნეშ აწყობდნენ ჩაწყობილ ჰაზარდის თამაშებს და მდიდარი საზოგადოების წევრები მთელს ქონებას აგებდნენ.

ფრანგებმა აითვისეს ჰაზარდი და მათი მტკიცებულებით სწორედაც რომ მათ შეუცვალეს ამ თამაშს  სახელი კრეპსზე რადგან ჰაზარდში წამგები ქულის 2 ის სახელის შეცვლა მოხდა. თუმცა ამისი რეალური მტკიცებულება არ არსებობს და სახელი თითქმის სრულად ამერიკული წარმომავლობისა ითვლება.

ზოგი აცხადებს რომ ფრანგებმა შეიტანეს ეს თამაში ამერიკაში ხოლო სხვები ამბობენ რომ ეს ალბათ ბრიტანელების შეტანილი იქნება. ეს თავის მხრივ ლოგიკურია, ბრიტანელი ემიგრანტების პირველი ნაკადი ალბათ დანამდვილებით თამაშობდა კამათელით.

ვისაც არ უნდა შეეტანა ეს თამაშ ამერიკაში, სწორედ ამ ქვეყანაშ მოხდა ამ თამაშის გამარტივება და იმ თამაშად ჩამოყალიბება რომელსაც დღესდღეობით კრეპსის სახელით ვიცნობთ. ფრანგი ემიგრანტებიბრიტანელებმა ჩაანაცვლეს და ისინი სამხრეთით გადავიდნენ. ამბობენ რომ მათ ჰაზარდი თან წაიღეს სამხრეთით. სამხრეთში კრეპსის განვითარებას შავკანიენებს მიაწერენ. სლენგზე კრეპსის თამაშს და ზოგადად კამათლებით თამაშს “აფრიკულ დომინოს” ეძახიან. ზოგი ფრანგული წარმომავლობის მომხრე კი ამბობს რომ სახელი წამოვიდა ფრანგების მეტსახელიდან “კრეპაუდ” (კრეპ – ფრანგულად ბაყაყს ნიშნავს რაც თავის მხრივ მიუთითებს ფრანგების სიყვარულზე მიირთვან ამფიბიები) მეორეს მხრივ კი ნათელი არის რომ კრეპსი შეიძლება ჰაზარდში წამგებიანი ხელის 2-ის მეტსახელის კრების გადაკეთებული ვერსია იყოს.  დაზუსტებით არავინ იცის.

თამაში გავრცელდა მისისიპის ნაპირებზე და შემდეგ მთლიანად ქვეყანაში, ხოლო ამის შემდეგ კამათლების მწარმოებელმა ჯონ ვინმა შეცვალა წესები და წინ წასწია ისინი, როდესაც შემოიღო მოთამაშეთათვის მსროლელის საწინააღმდეგო ფსონის გაკეთების შესაძლებლობა. ამან ამოწურა და გააუვნებელყო იმ დროისთვის საკმაოდ ხშირი მოვლენა, კამათლების გაყალბება. ასევე ჯონ ვინი ითვლება კრეპსის მაგიდის ესკიზის ავტორად, რომელიც დღემდე შემორჩა თამაშს და ნებისმიერ კაზინოში შეგიძიათ იხილოთ.

დღეს დღეობით კრეპსი მსოფლიოში ოფიციალურად ყველაზე დიდ აზარტულ თამაშად ითვლება, ფსონებზე ჯამურად დადებული ფულის მიხედვით. კრეპსის თამაშს მხოლოდ 2 კამათელი უნდა და კამათლებზე ფსონის დადება ხდება ყველგან, დაწყებული ვიწრო ჩაბნელებული ქუჩებიდან და დამთავრებული დიდი კაზინოებით. ჰოლივუდი ამ თამაშს უკეთებს პოპულარიზებას როგორც მსხვილი მოთამაშეების საყვარელ აზარტულ თამაშს. და ა ყველაფრის მიუხედავად არ დაგვავიწყდეს რომ კრეპსის ისტორია და კრეპსის წარმომავლობა დაიწყო ასეულობით წლის წინ, ადამიანის სურვილით ისროლოს კამათელი და მიანდოს შედეგი ბედს. დღესდღეობით კი ეს ყველაფერი უკვე ძირითადად ვირტუალურად ხდება და უამრავი მოთამაშის საყვარელ თამაშად იქცა ონლაინ კრეპსი.


ყველა კაზინოს თამაში

კენო - ონლაინ კენო და წესები

კენო ძალიან გავს ლოტოს. საუკუნეების წინ იგი პირველად გამოიგონეს და გავრცელდა აზიაში,...

ონლაინ ბაკარა

ბაკარა, უკვე ასობით წელია, ერთერთი ყველაზე პოპულარული აზარტული თამაშია. არსებობს...

კაზინო ბლექჯეკის  თამაში

თქვენთვის ახლა უკვე შესაძლებელია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აზარტული თამაშის,...

კაზინოს რულეტკის თამაში

როგორც ცნობილია, ბოლო სამასი წლის განმავლობაში აზარტულმა მოთამაშეებმა ძლიერ...

ონლაინ სლოტები - გართობის საუკეთესო საშუალება

სლოტები არის ერთერთი ყველაზე დივერსიფიცირებული აზარტული თამაშები. თავდაპირველად...

ონლაინ კაზინო კრეპსი - ონლაინ კრეპსი ყველასთვის

ონლაინ კაზინო კრეპსი როგორც ცნობილია არის რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ იდება...