• კაზინოს
  • ბონუსი
  • პროგრამული უზრუნველყოფა

სლოტების ისტორია - სლოტის მანქანების ისტორია

სლოტები და მათი თანამდეროვე ვირტუალური ანალოგი – ონლაინ სლოტები ჩენი დროის აზარტული მოთამაშეების ერთერთი ყველაზე საყვარელი თამაშია. საინტერესოა საიდან გაჩნდა სლოტები, როგორია სლოტების ისტორია და სლოტის მანქანების ისტორია. მეოცე საუკუნემდე, რამდენადაც ცნობილია, სახელი “სლოტი” ვრცელდებოდა როგორც აზარტული დანიშნულების აპარატებზე ასევე ავტომატიზირებულ გასაყიდ აპარატებზე, რომლებიდანაც შესაძლებელი იყო სიგარეტისა და სხვა პროდუქციის შეძენა. უშალოდ ამ სახელის გადმოსვლა მხოლოდ აზარტული დანიშნულების აპარატებზე ხდება მე-20 საუკუნიდან. სლოტების ანალოგიური ბრიტანული ტერმინი არის “ხილის მანქანა”, ხოლო ყველგან ასევე გავრცელებული არის ალტერნატიული სახელიც, კერძოდ კი ყველასათვის კარგად ნაცნობი “ცალ ხელა ბანდიტი”, მაგრამ ეს უფრო მეტსახელია.

ჩარლზს ფეი და თავისუფლების ზარი

სლოტების ისტორია იწყება პირველი მექანიკური სლოტის მანქანით, რომელსაც თავისუფლების ზარი ერქვა. იგი 1895 წელს გამოიგონა ავტომობილის მექანიკოსმა ჩარლზს ფეიმ (ცხოვრების წლები 1862-1944) შეერთებული შტატების ლამაზი ქალაქი სან ფრანცისკოდან. თავისუფლების ზარს ჰქონდა 3 მბრუნავი დისკო. ამ 3 მბრუნავ დისკოზე გამოსახული იყო კარტების სიმბოლოები, კერძოდ ჯვარი, აგური, ყვავი და გული, ხოლო დამატებით თითო დისკოს ჰქონდა დახატული თავისუფლების გაბზარული ზარი. იმ შემთხვევაში თუ სამივე დისკოზე ერთად ეს გაბზარული თავისუფლების ზარი ამოვიდოდა, მოთამაშე იგებდა ყველაზე დიდ ფსონს, რაც ჯამში ორმოცაათ ცენტს უდრიდა (ანუ სულ 10 ცალი 5 ცენტიანი მონეტა).

ორიგინალური, პირველი და განუმეორებელი თავისუფლების ზარის ხილვა დღესდღეობით შესაძლებელია Liberty Belle Saloon & Restaurant რესტორანში ამერიკის შეერთებული შტატების ნევადის შტატის ქალაქ რენოში. ჩარლზს ფეის მიერ შექმნილი სხვა განთქმუნი სლოტ მანქანები არის Draw Power, Three Spinde და Klondike. 1901 წელს ჩარლზს ფეიმ გამოიგონა პირველი პოკერის აპარატი. მისივე სახელთან არის დაკავშირებული ყალბი მონეტების შესამოწმებელი ავტომატური დანადგარის გამოგონებაც, რომელიც ამოწმებდა აპარატში ჩაშვებული ხურდის სინამდვილეს, რათა არ მომხდარიყო ყალბი მონეტების და სუროგატების მიღება. ფეი აქირავებდა თავის აპარატებს სხვადასხვა ბარებსა და სალუნებში და 50% იან მოგების წილს იღებდა მეპატრონეებისგან.

სლოტის მანქანების პოპულარულობის ზრდა

თავისუფლების ზარზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო. ძალიან ბევრ ბარსა და გასართობ დაწესებულებას უნდოდა ჰქონოდა ეს აპარატი და მოეზიდა მომხმარებლები. რა თქმა უნდა ჩარლზს ფეი ვერ ასწრებდა საკმარისი ოდენობით ამ აპარატების წარმოებას რაც დეფიციტს კიდევ უფრო ამწვავებდა. ბევრმა მწარმოებელმა სცადა ფეისგან გამოესყიდა წარმოების უფლება მაგრამ ჩარლზი ყველას უარით ისტუმრებდა.  შესაბამისად 1907 წელს ჩიკაგოში მცხოვრებმა არკადის და გასართობი აპარატების მწარმოებელმა ჰერბერტ მილლსმა, გამოუშვა თავისუფლების ზარის კლონი აპარატი, ოპერატორის ზარი. იგი ასევე გახლდათ პირველი პიროვნება რომელმაც გამოიყენა ხილის სიმბოლოები სლოტებში, ანუ ლიმონი, ქლიავი, ალუბალი, მარწყვი და სხვა.

ადრეული მექანიკური სლოტების მუშაობის პრინციპი

თითოეულ რკინის ყუთში, რომლებშიც მოთავსებული იყო თვით სლოტ მანქანის მექნიზმი, იყო 3 მბრუნდავი დისკო, რომლიდან თითოეულზეც ეხატა 10 სხვადასხვა სიმბოლო. ამ სიმბოლოების კონკრეტული თანხვედრისას ხდებოდა მანქანაზე დაწერილი პროპორციის მიხედვით მოგების გადახდა.

ელექტრონიკის ხანა

პირველი პოპულარული ელექტრონული აზარტული თამაში იყო 1934 წელს გამოსული ანიმაციური ცხენების რბოლის თემატიკაზე შექმნილი აპარატი და თამაში სახელად PACES RACES. 1964 წელს კი შეიქმნა პირველი სრულიად ელექტონული აზარტული თამაში სახელად 21, რომელიც ნევადა ელექტრონიქსმა გამოუვა. შემდგომ რათქმაუნდა გამოჩნდა სხვა აზარტული თამაშებიც რომელიც ელექტრონულ პრინციპზე იყო დაფუძნებული.  1975 წელს კი პრიველი ელექტრონული სლოტ მანქანა გამოჩნდა ბაზარზე.

ასეთია ბევრისთვის საყვარელი თამაშის სლოტის ისტორია. სლოტის მანქანების ისტორია იწყება ავტომობილის მექანიკოსის გარაჟიდან და მთავრდება მისი დღევანდელ დღეს ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული ვერსიით რომელიც არის ონლაინ სლოტი.


ყველა კაზინოს თამაში

კენო - ონლაინ კენო და წესები

კენო ძალიან გავს ლოტოს. საუკუნეების წინ იგი პირველად გამოიგონეს და გავრცელდა აზიაში,...

ონლაინ ბაკარა

ბაკარა, უკვე ასობით წელია, ერთერთი ყველაზე პოპულარული აზარტული თამაშია. არსებობს...

კაზინო ბლექჯეკის  თამაში

თქვენთვის ახლა უკვე შესაძლებელია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აზარტული თამაშის,...

კაზინოს რულეტკის თამაში

როგორც ცნობილია, ბოლო სამასი წლის განმავლობაში აზარტულმა მოთამაშეებმა ძლიერ...

ონლაინ სლოტები - გართობის საუკეთესო საშუალება

სლოტები არის ერთერთი ყველაზე დივერსიფიცირებული აზარტული თამაშები. თავდაპირველად...

ონლაინ კაზინო კრეპსი - ონლაინ კრეპსი ყველასთვის

ონლაინ კაზინო კრეპსი როგორც ცნობილია არის რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ იდება...